რა კითხვა უნდა დავსვათ იმისთვის, რომ გავიგოთ ზმნის გარდამავლობა?
რა ქნა?
ყველაზე ცოტა რამდენი სიტყვაა საჭირო ქართულ ენაში, რომ მივიღოთ წინადადება?
ერთი სიტყვა
როდის შეიძლება შეგხვდეს სიტყვაში ორი შ?
თუ სახელის ფუძე შ-ზე მთავრდება და დაერთვის -ში თანდებული.
აღმოაჩინეთ და გაასწორეთ შეცდომა : ნოლი წერია აქ! მეოცდაათე ხარ, ვინც მეკითხება!
ნოლი - ნული, მეოცდაათე - ოცდამეათე
გაასწორეთ შეცდომები, ზმნა გარდამავალია თუ გარდაუვალი? : ,,გამოუცდელი მეომარი კალამით ბრძოლას ბავშურ გართობად თვლიდა." ."
კალამით-კალმით, ბავშურ-ბავშვურ. გარდამავალი.
ჩამოთვლილი სიტყვებიდან რომელია ბარბარიზმი და რომელი ნასესხები : ავტობუსი, სკამი, სპიჩკა, შკაფი.
ნასესხებია ავტობუსი. ბარბარიზმია : სპიჩკა, შკაფი
გაასწორეთ შეცდომა წინადადებაში: ,,ერთი და იგივე თამაშმა დამღალა."
ერთი და იმავე თამაშმა დამღალა
რომელ ბრუნვაში დგას ყოველთვის ირიბი ობიექტი?
მიცემით ბრუნვაში.
რომელი ჯგუფის ნაცვალსახელებია გამოყენებული მოცემულ წინადადებაში : ,,ჩემს სადიდებლად რომ აუგიათ ივერიელთა აქ ტაძარიო და ყველასათვის შიგ შესასვლელად მათ გაუღიათ მისი კარიო."
ჩემი- კუთვნილებითი, ყველა - განსზაღვრებითი, მათ - პირის, მისი - კუთვნილებითი.